3 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
კომისიის წინაშე 16 სტუდენტი წარსდგა.
დაცვაზე წარდგენილი იყო ისეთი პრობლემური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა:
- მწვანე ეკონომიკისთვის საქართველოში ენერგორესურსების განვითარების მნიშვნელობა;
- რეზერვების როლი ფინანსურ სტაბილურობაში;
- საქართველოს ტრანზიტული გზა და ტრანზიტული პოტენციალის გამოყენების თანამედროვე გამოწვევები;
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სექტორული ეფექტი ეკონომიკის ზრდაზე საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებში;
- გადასახადების გავლენა ეკონომიკურ აქტივობასა და ფინანსურ სტაბილურობაზე; ატომური ენერგიის განვითარების შესაძლებლობა საქართველოში;
- აზარტული თამაშების განვითარების პოტენციალი საქართველოში; ანტიმონიპოლიური კანონმდებლობის და კონკურენციის რეალობა განვითარებულ ქვეყნებში;
კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი - ვანო ბენიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - თენგიზ თაქთაქიშვილი და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის მოწვეული ლექტორი - ნათია გიგაური.