ონლაინ კონფერენცია პროექტის-Media Dialogue 2020 for Pluralism and Understanding ფარგლებში

14 დეკემბერი 2020

14-18 დეკემბერს, პროექტის Media Dialogue 2020 – for Pluralism und Understanding ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ჩართულობით გაიმართა ონლაინ კონფერენცია. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ორგანიზებულია კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის OK-TV Ludwigshafen ხელმძღვანელობით.

 

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და მედია სკოლის სტუდენტები.

 

კონფერენციაზე მოწვეულმა სპიკერებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, უკრაინაში მედია მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში, დეზინფორმაცია, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი როგორც უკრაინაში, ისე, პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნებში.

 

პროექტის Media Dialogue 2020 – for Pluralism und Understanding მიზანია გააერთიანოს პროფესიონალი ჟურნალისტები, აკადემიური სივრცის წარმომადგენლები, ხელოვანები, სტუდენტები დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობის მიზნით.