დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

25 სექტემბერი 2025

25 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს, დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეები, 11 და 12 კლასის მოსწავლეები, და მათი წარმომადგენლები, თამუნა ყიფშიძე დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის კარიერის კონსულტანტი და  თამარ კარაული, დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის მუშაკი ესტუმრნენ.

 

მოსწავლეებმა კავკასიის უნივერსიტეტის გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე ის სტუდენტური სივრცეები დაათვალიერეს, რომლითაც სარგებლობას CU-ში სწავლისას შეძლებენ. მიიღეს ინფორმაცია იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.