საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

26 მარტი 2022

26 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში,  აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

CU კამპუსში მოსულ აბიტურიენტებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია - სიტყვით მიესალმა და წარმატებები უსურვა მათ.

 

შეხვედრაზე აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებისა და იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს.

 

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს სკოლების დეკანები გაესაუბრნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

საინფორმაციო შეხვედრა ტრადიციულად კამპუს ტურით დასრულდა.