„მეწარმეობის ესკეიპ რუმი“ - ბათუმის ტექნოპარკი

24 მარტი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ბათუმის ტექნოპარკში გამართა ვორკშოპი - მეწარმეობის ესკეიპ რუმი,რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნების განვითარებას, გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარების გაძლიერებას.


ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა:

 

  • გაიღრმავეს ცოდნა სტარტაპის იდეების გენერირების, მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბების, ფინანსური დაგეგმვისა და ბიზნესმოდელის შექმნის მიმართულებით;
  • იმუშავეს  გუნდურად რეალურ სამეწარმეო გამოწვევებზე ლიმიტირებული დროის ფარგლებში;
  • გამოიყენეს თანამედროვე ციფრული ხელსაწყოები, მათ შორის: ChatGPT, Canva, Business Model Canvas;  
  • შეიძინეს პრაქტიკული გამოცდილება და მიიღეს პროფესიონალური უკუკავშირი შეფასების პროცესში;

 

შეხვედრის ფარგლებში, დამსწრეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც უნივერსიტეტი მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.

 

გამარჯვებული გუნდები კავკასიის უნივერსიტეტისგან სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.