კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ზუგდიდის ტექნოპარკში გამართა ვორკშოპი - მეწარმეობის ესკეიპ რუმი,რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნების განვითარებას, გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარების გაძლიერებას.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა:
- გაიღრმავეს ცოდნა სტარტაპის იდეების გენერირების, მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბების, ფინანსური დაგეგმვისა და ბიზნესმოდელის შექმნის მიმართულებით;
- იმუშავეს გუნდურად რეალურ სამეწარმეო გამოწვევებზე ლიმიტირებული დროის ფარგლებში;
- გამოიყენეს თანამედროვე ციფრული ხელსაწყოები, მათ შორის: ChatGPT, Canva, Business Model Canvas;
- შეიძინეს პრაქტიკული გამოცდილება და მიიღეს პროფესიონალური უკუკავშირი შეფასების პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში, დამსწრეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც უნივერსიტეტი მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.
გამარჯვებული გუნდები კავკასიის უნივერსიტეტისგან სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.