12 ნოებერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში თანასწორობის კლუბის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა პარასპორტსმენ გიორგი ხიზანიშვილთან თემაზე - „შიშს მიღმა: ჩემი გზა, ჩემი ძალა“.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებში შთაგონებისა და მოტივაციის გაზრდა და თანასწორობისა და ინკლუზიურობის იდეის მხარდაჭერა. გიორგი ხიზანიშვილი სტუდენტებს ესაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე და სირთულეების გადალახვის იმ გზაზე, რომელმაც წარმატებამდე მიიყვანა.
