13 დეკემბერს, ერასმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისის (NEO) ეგიდით, ჩატარდა ერასმუს+ პროექტების ინფორმირებასთან დაკავშირებული წლიური შეხვედრა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ NEO-ის ოფისის, ევროკომისიისა და საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა NEO-ის ხელმძღვანელი ქ-ნი მარიამ სულაშვილი. აგრეთვე, სიტყვით გამოვიდნენ ევროკომისიის წარმომადგენელი მარია სტროგოვა, NEO-ის ოფისის თანამშრომელი გიორგი მჭედლიძე და ჟან მონეს პროფესორი ეკატერინე ქარდავა.
პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ (რომელიც ხელმძღვნელობს ჟან მონეს კათედრას EU-SJ და ჟან მონეს მოდულს EU-LP-GE) ისაუბრა ჟან მონეს აქტივობების სფეროში დაგროვილ გამოცდილებაზე, არსებულ გამოწვევებსა და ჯანსაღ პრქტიკაზე. მან დამსწრე საზოგდოებას გააცნო კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს მოდულის ფარგლებში გამოქვეყნებული სახელმძღვანელო „როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი“ (2024 წ.) და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს მოდულის ფარგლებში გამოქვეყნებული წიგნი „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია“ (2023 წ.).