24 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია შეხვდა ხოსე გუტიერეს, ERASMUS+ პროგრამების დირექტორს ევროკმისისაში და ლიკა ღლონტს, ERASMUS+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელს. შეხვედრის მიზანი იყო კავკასიის უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტების მონიტორინგი, მიღწეული შედეგების განხილვა და სამომავლო გეგმების გაცნობა.
ვიზიტის ფარგლებში ხოსე გუტიერესი შეხვედრა PESTUGE-ს პროექტში ჩართულ პროფესორებს და მოისმინა დეტალური ინფორმაცია მშვიდობის კვლევების პროექტის მიმდინარეობის შესახებ, ის ასევე გაესაუბრა Erasmus+ გაცვლთ პროგრამებში მონაწილე ქართველ და უცხოელ სტუდნეტებს.