კავკასიის უნივერსიტეტი უერთდება ერაზმუს+ დღეებს, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით 15,16 და 17 ოქტომბერს აღინიშნება.
ერაზმუს + დღეების აღსანიშნავად, კავკასიის უნივერსიტეტში დღეს გაიმართება ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ პრეზენტაცია.
კავკასიის უნივერსიტეტი ლიდერია კერძო უნივერსიტეტებს შორის ერაზმუს+ -ის დაფინანსებული პროექტების რაოდენობის მიხედვით საქართველოში. უნივერსიტეტი 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული პროგრამაში და ევროკომისიის მხარდაჭერით წარმატებით ახორციელებს მობილობებს, ინსტიტუციონალური განვითარების პროექტებს, ჟან მონესა და ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს.
ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტი გახლავთ:
56 ევროპული უნივერსიტეტის პარტნიორი 111 საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგელბეში (ICM);
8 ინსტიტუციონალური განვითარების (CBHE) პროექტის ბენეფიციარი;
3 ჟან მონეს პროექტების და კათედრის კოორდინატორი (JM);
1 ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების პარტნიორი (JMD).