„ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“ - სახელმძღვანელოს დანერგვა TEESS ბენეფიციარ სკოლებში

13 აპრილი 2021
 

  

 

 

კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოს პრაქტიკულ გამოყენებას იწყებენ პროექტის ბენეფიციარი სკოლები.

 

სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა ახალციხის N6 საჯარო სკოლამ. 29 მარტს, სამოქალაქო განათლების პედაგოგის თამარ ჩაფიჩაძის კლასმა სახელმძღვანელოს დახმარებით გამართა დუსკუსია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და თავიანთი ხედვები ევროპული ასოცირების პროცესებისა და  საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შესახებ. ისინი სამომავლოდ სხვა აქტივობების განხორციელებასაც გეგმავენ.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

ვრცლად ნიუსი იხილეთ აქ.