ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საინფორმაციო შეხვედრა

30 სექტემბერი 2025

29 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - თბილისი (ELSA Tbilisi) ესტუმრა და სამართლის სკოლის სტუდენტებს შეხვდა.

 

სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ELSA-ს საქმიანობის, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, ასევე გაეცნენ ორგანიზაციაში გაწევრიანების წესებსა და მის სარგებელს პროფესიული და პიროვნული განვითარების თვალსაზრისით.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა კითხვებზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.