კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) შედეგები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განხორციელებული აქტივობების შესახებ, გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში International Journal of MULTILINGUAL EDUCATION 2021 წლის XVII ნომერში. სტატია „Raising EU Awareness in Ethnic Minority Areas - Following the One Example of a Jean Monnet Project “Triangle Effect of European Studies at Schools” (TEESS)” - ავტორები კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები და პროექტის ექსპერტები გურანდა ჭელიძე, ეკატერინე ქარდავა და ზურაბ ბრაგვაძე - იხილეთ ბმულზე