ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი პირველად ქუთაისსა და თელავში

16 დეკემბერი 2022

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიცირებითა და კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, მიმდინარე წელს, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი პირველად ქუთაისსა და თელავში განხორციელდა.

 

პროგრამა მიზნად ისახავს ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადება/გადამზადებას საწარმოებში საექსპორტო ოპერაციების გაუმჯობესების და ექსპორტის სტიმულირების მიზნით. კურსი 15 მოდულისგან შედგება, რომელიც აერთიანებს ისეთ საგნებს, როგორებიცაა საქონლის წარმოშობა, ინკოტერმსი, ხარისხის ინფრასტრუქტურა და ა.შ.

 

კურსის შედეგად კერძო სექტორს დამატებით 30 გადამზადებული ექსპორტის მენეჯერი ჰყავს. უნდა აღნიშნოს, რომ სასერტიფიკატო კურსი 2015 წელს დაიწყო და დღეის მდგომარეობით კურსდამთავრებულთა რიცხვმა 418-ს მიაღწია.