ეთიკის პროექტის გარე დისემინაცია

4 ივნისი 2025

3 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჩოკორაია მოხსენებით წარდგა მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების პროფესიონალთა ასოციაციის (MELPA) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

 

მოხსენებაში მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ევროკომისიის მიერ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული მიმდინარე პროექტი – „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა: კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (ETHICS). თამარ ჩოკორაიამ დეტალურად ისაუბრა პროექტის მიზნებზე, ამოცანებზე და უკვე მიღწეულ შედეგებზე.

 

სადისკუსიო პანელზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმ მიღწევებმა, რომლებიც პროექტის გავლენის რეალურ ზრდასა და მდგრადობასთანაა დაკავშირებული. საკითხისადმი ინტერესი გამოხატეს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე იმ ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, რომლებიც პროექტში უშუალოდ ჩართული არ არიან.

 

მოხსენება მიზნად ისახავდა პროექტის შესახებ ინფორმაციის გარე აუდიტორიისთვის გავრცელებასა და ცოდნის გაზიარებას.

 

პროექტის კოორდინატორი:

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

 

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

 

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • ჩარლზის უნივერსიტეტი;
  • მასარიკის უნივერსიტეტი;
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია.

 

ქართული უნივერსიტეტები:

 

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - ჯიპა;
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

 

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.