27 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, ,,დიდი ოთხეულის თვის'' ფარგლებში, ბიზნესის, ეკონომიკის და ტექნოლოგიის სტუდენტებს შეხვდნენ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ,,EY''- ის წარმომადგენლები:
- რუსლან ხოროშვილი, ,,EY'' საქართველოს მმართველი პარტნიორი;
- თათია უთურაშვილი და ელენე სამნიძე - აუდიტის დამწყები სპეციალისტები და CU-ის სტუდენტები.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში ხოლო მეორე ნაწილში ჩატარდა ვორკშოპი. დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ საჩუქრები.