„ფეფეს თასი" 2021 შემოდგომის სეზონის ფინალი

13 დეკემბერი 2021

11 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს თასი’’ 2021 შემოდგომის სეზონი თამაშები დასრულდა.

 

ფინალურ თამაშს ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, რომელმაც ტრადიციულად გახსნა თამაში და გუნდებს წარმატება უსურვა.

 

ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ტექნოლოგიების სკოლის გუნდი - CST TILIDIN და ჰუმანიტარულ და სოციალურ  მეცნიერებათა სკოლის საფეხბურთო გუნდი CSH ტიანშანი. მესამე ადგილი კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის გუნდმა CSB LEIPZIG დაიკავა.

 

პირეველი სამი ადგილის მფლობელ გუნდს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცათ 750, 500 და 350 ლარიანი ფულადი პრიზები. ასევე, პირველ ადგილზე გასულ გუნდს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ტექნოლოგიების სკოლის დეკანმა, შოთა ნიჟარაძემ ფეფე-ს გარდამავალი თასი გადასცეს. ჩემპიონატი 8 ნოემბერს დაიწყო. მასში კავკასიიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 24 და უნივერსიტეტის თანამშრომლების 1 გუნდი ასპარეზობდა.