გაცნობებთ, რომ აჯმანის უნივერსიტეტი, აჯმანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (Ajman University) აცხადებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მიღებას სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად (27-31 იანვარი, 2019) . 
პროგრამის შინაარსობრივი მხარე მოიცავს ბიზნესის სხვადასხვა დისციპლინებისა და მათი პრაქტიკული ასპექტების განხილვას. 
პროგრამის ღირებულება- 675$ 
ღირებულებაში შედის :
- საცხოვრებელი (ორ ადგილიანი)
 - შიდა ტრანსპორტირება
 - დახვედრის/დამშვიდობების ღონისძიებები
 - ორგანიზაციებში ვიზიტი
 - კვება (დღეში ერთხელ)
 
პროგრამის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები . 
საბუთების გაგზვანის ბოლო ვადა: 8 დეკემბერი, 2018 წელი . 
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე: ir@cu.edu.ge.ge 
გისურვებთ წარმატებას!
