მარცხის ისტორიები #30

22 მარტი 2023

22 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, მარცხის ისტორიები #30 გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო სტარტაპ ბიუროს მიერ, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის, Impact Hub Tbilisi-ისა და Grant Thornton Georgia-ის მხარდაჭერით.

 

ამ სპეციალური #30 გამოშვების სპიკერები იყვნენ 500 Georgia-ის აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები: ირაკლი ვეკუა, Kings International-ის თანადამფუძნებელი; გიორგი ჩუგოშვილი, Phubber-ის თანადამფუძნებელი; ალექსანდრე ცინცაძე, Kovzy-ს თანადამფუძნებელი.

 

ღონისძიების მოდერატორი: გიორგი ბურდული, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი.

 

მარცხის ისტორიები არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს.