გდანსკის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

4 ივლისი 2024

2 ივლისს, ერაზმუს+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტს გდანსკის უნივერსიტეტის, პოლონეთი (University of Gdansk), ეკონომიკის ფაკულტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, ანი თავართქილაძესთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ ერაზმუს+ ის პროექტზე და თანამშრომლობაზე. ასევე სტუმრები გაეცნენ  ინფორმაციას უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამების, საერთაშორისო აკრედიტაციებისა  და მიღწევების შესახებ.

 

კავკასიის უნივერსიტეტმა გდანსკის უნივერსიტეტთან ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყო. აღნიშნულიდან დღემდე, კავკასიის უნივერსიტეტმა დაფინანსება მრავალჯერ მოიპოვა გდანსკის უნივერსიტეტთან, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მობილობები უნივერსიტეტების ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალისთვის.