გდანსკის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი

22 ნოემბერი 2021

15-19 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, Erasmus+ ის აკადემიური მობილობის ფარგლებში, გდანსკის უნივერსიტეტის (University of Gdansk, Poland) პროფესორებსმარჩინ ვიშოვატის და  (Marcin Wiszowaty)   ანნა რიტელ-ვაჟოხას (Anna Rytel-Warzocha) უმასპინძლა.

 

ვიზიტის მსვლელობისას, სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის სამართლის სკოლის დეკანთან, სოფო შენგელიასთან. შეხვედრაზე მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, მათ შორის, განიხილეს სამაგისტრო თეზისის ერთობლივი ხელმძღვანელობის, ასევე საზაფხულო და ზამთრის სკოლების ჩატარების შესაძლებლობები

 

მობილობის ფარგლებში, სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ლექციები თემაზელობირება - სამართლებრივი რეგულირება, პრაქტიკა, ძირითადი პრობლემები და საკონსტიტუციო სამართალი.

 

გდანსკის  უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობას.