სეზონური სკოლა, რომელიც სპეციალიზებულია GDPR-სა და მონაცემთა დაცვაზე, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე ჩამოყალიბდა. სეზონური სკოლის პროგრამა მონაცემთა დაცვის მიმართულებით 4 კურსს მოიცავს.
კურსები:
- კიბერ ჰიგიენა
- სისტემა და ქსელის დაცვა
- კრიპტოგრაფია
- მონაცემთა დაცვა და GDPR
პროგრამა ისეა შემუშავებული, რომ მოკლე პერიოდში (80 აკადემიური საათი) სტუდენტი მიიღებს საბაზისო აქტუალურ ცოდნას და ამ სფეროში შემდგომი განვითარების შესაძლებლობას.
შერჩევის პროცესი:
პროექტის ფარგლებში შეირჩევა კიბერუსაფრთხოებით, მონაცემთა დაცვითა და GDPR-ით დაინტერესებული მონაწილეები. მოტივირებულ სტუდენტებს საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან საშუალება ექნებათ, ისწავლონ DataSecSchool-ში. ლექციები ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში.
შერჩევის პროცესი ჩატარდება ორ ეტაპად: სააპლიკაციო ფორმის შევსება და გასაუბრება ორგანიზატორებთან. კანდიდატებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა. კომისია განცხადებებს განიხილავს მხოლოდ სამოტივაციო წერილით. თქვენი განაცხადის განხილვის შემდეგ, მიიღებთ პასუხს ელექტრონული ფოსტით.
ვადები:
1-ელი სესია: 2023 წლის მარტი-მაისი
მონაწილეთა რაოდენობა: 30
მე-2 სესია: 2024 წლის მარტი-მაისი
მონაწილეთა რაოდენობა: 30
სარეგისტრაციო ფორმა
ვრცლად პროგრამის შესახებ: https://bit.ly/3jg2BZt