საჯარო ლექცია - საქართველო კანდიდატობამდე და კანდიდატობის შემდეგ

16 იანვარი 2024

 

 

 

საჯარო ლექცია - საქართველო კანდიდატობამდე და კანდიდატობის შემდეგ

 

 

11 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია „საქართველო კანდიდატობამდე და კანდიდატობის შემდეგ“.

 

საჯარო ლექცია მიეძღვნა 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას. საჯარო ლექცია ინიცირებულ იქნა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის „ევროპისმდოცნეობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პროფ. გურანდა ჭელიძის მიერ.

 

საჯარო ლექცია ჩატარდა ჟან მონეს მოდულის ფარგლებში „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“.

 

საჯარო ლექციას დაესწრნენ „ევროპისმცოდნეობის“ პროგრამის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, კავკასიის უნივერსიტეტის მმართველო საბჭოს წევრები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის აკადემია, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

 

საჯარო ლექციას წარუძღვნენ ჟან მონეს მოდულის პროფესორები ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე.