3 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, შედგა შემოქმედებითი დიალოგი: „დიალექტები - დედამდინარეში ჩამდინარე ნაკადულები“ (საქართველოსა და უკრაინის მაგალითი).
ღონისძიებას წარუძღვნენ: ეთერ (ეთერო) თათარაიძე - პოეტი, პროფესორი (საქართველო); ნატალია ტროხიმი - მწერალი და მთარგმნელი (უკრაინა),მოდერატორი: პროფ. მარიამ მანჯგალაძე.
ქართველმა და უკრაინელმა ავტორებმა ეთერ (ეთერო) თათარაიძემ და ნატალია ტროხიმიმ ისაუბრეს დიალექტის სიცოცხლისუნარიანობის მნიშვნელობაზე; რატომ დაიბადა ფრაზა - „დიალექტები - დედამდინარეში ჩამდინარე ნაკადულები“; რას მოგვითხრობს საქართველოსა და უკრაინის დიალექტური მოზაიკა; როგორ შევინარჩუნოთ დიალექტური მრავალფეროვნება, რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა დიალექტური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.
ავტორებმა შექმნეს თოჯინები ქართული და უკრაინული ენების დიალექტურ მოტივებზე.
აღნიშნული ღონისძიება პროექტის _ „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ ნაწილია, რომლის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - მარიამ მანჯგალაძე. პროექტი წარმატებით განხორციელდა ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტში, 2016 წლის 14 აპრილს და, მას შემდეგ, სხვადასხვა საინტერესო ფორმატით, ყოველწლიურად ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.