გურჯაანის მუნიციპალიტეტის კოლეჯის „აისი“ ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

8 აპრილი 2022

7 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კოლეჯის „აისი“ მოსწავლეები, ასევე დუალური პროგრამებისა და საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი, მოდულის „კომუნიკაცია ქართულ ენაზე“, განმახორციელებელი მასწავლებელი - მაია ქიტიაშვილი და სტუდენტური სერვისების სპეციალისტი - ია ჯუგაშვილი ეწვივნენ.

 

სტუმრები აბიტურიენტების საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ, სადაც  კავკასიის უნივერსიტეტისა და საბაკალავრო პროგრამების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიიღეს.

 

ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია - მათ სიტყვით მიესალმა და წარმატებები უსურვა.

 

მოსწავლეები, საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ დაესწრნენ ქართული ენის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“, გამართულ რიგით მესამე საჯარო ლექციას თემაზე - “თავისუფლების ფენომენის ენობრივი გამოხატვის თავისებურებანი”.

 

ლექცია წაიკითხა პროფესორმა - ლევან ბერძენიშვილმა

 

შეხვედრის ბოლოს, კოლეჯის - „აისი“ - მოსწავლეებსა და წარმომადგენლებს კამპუს ტური ჩაუტარდათ.