21 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია "HUB Georgia"-ს დამფუძნებლის, გიორგი კოდუას საჯარო ლექცია გაიმართა.
საჯარო ლექციის თემა იყო: საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხედვა - HUB Georgia.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპიკერისთვის კითხვები დაესვათ.
HUB Georgia-ს იდეა და არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო განვითარდეს ეკონომიკურად, მთლიანი რეგიონის ქვეყნების მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ყველას თანაბრი შანსი, გახდნენ მდიდარი სახელმწიფოს მდიდარი მოქალაქეები.
არასამთავრობო ორგანიზაცია “HUB Georgia”-ს მიზანია საქართველო გახდეს სატრანსპორტო და
ლოგისტიკური ჰაბი, მრავალი მიმართულების ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი.