თბილისის "სკოლა ოპიზას“ ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

29 აპრილი 2022

29 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტს თბილისის "სკოლა ოპიზას“ მოსწავლეები, ასევე სკოლის დირექტორი შავლეგ ურუშაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაია ბრეგვაძე ეწვივნენ.

 

სტუმრები აბიტურიენტების საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ, სადაც  კავკასიის უნივერსიტეტისა და საბაკალავრო პროგრამების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

ტრადიციულად, შეხვედრის ბოლოს, "სკოლა ოპიზას“ მოსწავლეებსა და წარმომადგენლებს კამპუს ტური ჩაუტარდათ.