კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ოზურგეთის ტექნო პარკის ერთობლივი პროექტი - გურიის ანტრეპრენერული სკოლა - დაიწყო. პირველი შეხვედრა ონლაინ ფორმატში 1 ნოემბერს გაიმართა.
ტრენინგი გახსნეს ოზურგეთის ტექნო პარკის მენეჯერმა ავთო თავდიშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა ელენე ჯღარკავამ, სპიკერებმა მოკლე მიმოხილვა გააკეთეს პროექტის შესახებ.
ძირითად ლექციას კი წარუძღვა ნინო ანდრიაძე -კომპანიების მაინდვორქსის, ჭკვიანი თხილის და კოდინგტონის დამფუძნებელი; კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
აღნიშნულ პროექტში ჩართულნი არიან გურიის სხვადასხვა სკოლის აბიტურიენტები და მეწარმეობით დაინტერესებული პირები.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მეწარმეობის არსი, აზროვნების მოდელი და გამოწვევები.