26 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა, რეგიონის ყველაზე მასშტაბურ და ამბიციურ ჰაკათონს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტმა სტუდენტმა და გამოავლინა ჰაკერული უნარები.
სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის, SCSA-ს ორგანიზატორობით გამართულმა შეჯიბრებამ შეკრიბა საქართველოს საუკეთესო ჰაკერები და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები. საკმაოდ კონკურენტულ გარემოში, საკუთარი ტექნიკური უნარებისა და ცოდნის გამოყენებით მონაწილეებმა მოახერხეს SCSA-ს გუნდის მიერ სპეციალურად ჰაკათონისთვის შექმნილი მანქანების გატეხვა.
დასახელდა საუკეთესო ჰაკერი - ირაკლი ჩუბინიძე, გამარჯვებულს გადაეცა მთავარი პრიზი MSI gaming laptop.
მონაწილეებმა მიიღეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ღონისძიების მხარდაჭერები იყვნენ:
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- MSI;
- 2e gaming;
- ERC;
- Fortinet.
აღნიშნული კომპანიების წვლილი გამორჩეულად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების სფეროში ინოვაციების დანერგვასა და მხარდაჭერაში. ამ ჰაკათონმა გამოავლინა საქართველოს საუკეთესო ტალანტები, ასევე შექმნა რეგიონში მსგავსი ღონისძიებების ჩატარების ახალი სტანდარტი. ასეთი კონკურსები პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილების დადასტურებასა და კიბერუსაფრთხოების დარგის განვითარებას ემსახურება.