კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები

2 აგვისტო 2024

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 2024-ის ფარგლებში, საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა მსოფლიოში გამოჩენილ მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს გამორჩეული საქმიანობისთვისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ქართული საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში.

 

საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ:  ლიბანის რესპუბლიკის ყოფილ პრემიერ მინისტრს - ჰასან ბ. დიაბს; გვადალახარას ავტონომიური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს - ანტონიო ლეანო დელ კასტილოს; სანტანდერის უნივერსიტეტების აღმასრულებელ დირექტორს და მექსიკის უნივერსიტეტების გაერთიანების გენერალურ დირექტორს - არტურო ჩერბოვსკი ლასკს და ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს - აფაგ ფაზლოლაჰს.

 

აღსანიშნავია, რომ საპატიო დოქტორის წოდებას კავკასიის უნივერსიტეტი ყოველწლიურად გადასცემს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ მეცნიერებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მათ მიერ განხორციელებული განსაკუთრებული საქმიანობისთვის.