როგორ ვასწავლოთ ღირებულებები? - მაია ზიბზიბაძე

10 ივლისი 2026

პროექტის PROVE „ღირებულებითი განათლების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში, რომელიც Erasmus+-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) სტრატეგიული ინიციატივაა, გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მაია ზიბზიბაძის მორიგი სტატია „როგორ ვასწავლოთ ღირებულებები?“.

 

აღნიშნულ სტატიაში ავტორი მიმოიხილავს ღირებულებითი განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორების თეორიებს და მათი სასკოლო პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებს.  ჟან პიაჟეს, ლოურენს კოლბერგის, ჯეიმს რესთის, ჯორჯ ლინდისა და ჟან-ლუკ პატრის თეორიებზე დაყრდნობით ავტორი მკითხველს ნაბიჯ-ნაბიჯ აცნობს იმ ამოსავალ პრინციპებსა და მეთოდოლოგიას, რაც საკლასო ოთახში ღირებულებითი სწავლების ხელშესაწყობადაა გამოსადეგი.

 

სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მითითებულია ბმულზე.