IAUP-ის კონფერენცია ავსტრალიაში

11 იანვარი
რომელსაც ბონდის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ავსტრალიაში. კონფერენცია მიეძღვნა შემდეგ თემებს: "Meeting the Technology Challenge" და "Forging Successful Partnership". გაიმართა ასევე პარალელური სესიები IAUP-ის რეგიონალურ თავმჯდომარეებთან და მმართველი საბჭოს წევრებთან. სესიებზე IAUP-ის მენეჯმენტმა იმსჯელა სამომავლო გეგმებზე და მოისმინა ორგანიზაციის ანგარიში.

კონფერენციას ესწრებოდნენ IAUP-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, უფროსი მრჩევლები,მმართველი საბჭოს წევრები და ბონდის უნივერსიტეტის პროფესორები.

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია "უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის" (IAUP) 2014-2017 წლების არჩეულ პრეზიდენტად 2014 წლის 14 ივნისს აირჩიეს. 2017 წლის ივლისში, ვენაში დაგეგმილ მომდევნო გენერალური ასამბლეის სხდომაზე იგი ავტომატურად დაიკავებს IAUP-ის 2017-2020 წლების პრეზიდენტის თანამდებობას და უხელმძვანელებს აღნიშნულ ორგანიზაციას სამი წლის განმავლობაში.



{phocagallery view=category|categoryid=728|limitstart=0|limitcount=0}