IAUP-ის კონფერენცია ბაქოში - „გლობალიზაცია და ახალი გამოწვევები უმაღლეს განათლებაში“

19 აპრილი 2018

უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ნახევარ წლიური კონფერენცია „გლობალიზაცია და ახალი გამოწვევები უმაღლეს განათლებაში“ დღეს ბაქოში დაიწყო. კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა, უმაღლესი განათლების სისტემაზე, ახალ გამოწვევებზე, სიახლეებზე, გლობალიზაციასა და საერთაშორისო სტანდარტებზე.

 

კონფერენციის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელიც ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა.