საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში

12 მარტი 2021
12 მარტს, საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა.
 
შეხვედრაზე აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების და იმ სიახლეების შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.
  
საინფორმაციო შეხვედრა ყველა რეკომენდაციის და რეგულაციის დაცვით ჩატარდა.
 
მომდევნო საინფორმაციო შეხვედრები აბიტურიენტებისთვის და მშობლებისთვის 19 და 26 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება.
 
დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.