საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, 20-30 ოქტომბრის პერიოდში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა გაცვლითი პროგრამების (Erasmus+/ Bilateral Exchange) გამოცხადებული კონკურსების შესახებ.
შეხვედრების ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და მიეღოთ ინფორმაცია პროგრამული თუ ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ, რაც საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამებს უკავშირდება.
სტუდენტებმა ასევე მიიღეს რეკომენდაციები გაცვლითი პროგრამის განაცხადის წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ტრადიციულად, ყოველ წელს ატარებს მსგავსი ტიპის შეხვედრებს სტუდენტებისთვის, რათა მათში ამაღლდეს ცნობიერება იმ საერთაშორისო პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს მათ.

 
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                    