საინფორმაციო შეხვედრა პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისთვის

25 თებერვალი 2021

25 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა ინდოეთში მდებარე პარტნიორი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების, პარულის უნივერსიტეტის (Parul University), სტუდენტებისა და ლექტორებისთვის. 

 

საინფორმაციო შეხვედრა ორ სესიას მოიცავდა, თავდაპირველად, სტუდენტებს შესაძლელობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ კავკასიის უნივერსიტეტიის ისტორიის, პროგრამებისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ, აგრეთვე უშუალოდ იმ აკადემიური შესაძლებლობის თაობაზე, რაც პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისთვისაა ხელმისაწვდომი კავკასიის უნივერსიტეტში.

 

შეხვედრა დასრულდა კითხვა-პასუხის სესიით, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს როგორც სტუდენტებმა, ისე ლექტორებმა.

 

პარულის უნივეტრსიტეტთან თანამშრომლობა მიმიდნარე აკადემიურ წელს გაფორმდა, თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, აგრეთვე  ე.წ. ,,Parthway’’ პროგრამისა და მოკლევადიანი სასწავლო ვიზიტების განხორციელებას.