კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა და პრაქტიკული ვორკშოპი გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებს, განხორციელებულ პროექტებსა და საუნივერსიტეტო გარემოში ინოვაციების და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცენტრის პროგრამებსა და ინიციატივებს, რომელთა მიზანია სტუდენტებში სამეწარმეო აზროვნების განვითარება, ინოვაციური იდეების მხარდაჭერა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პრაქტიკულ ვორკშოპს თემაზე „როგორ გავიგოთ მომხმარებლის ქცევა და გავზარდოთ ონლაინ გაყიდვები“.
ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს:
- მომხმარებლის გადაწყვეტილებებზე მოქმედი ფაქტორები;
- შესყიდვისა და რეგისტრაციის პროცესში არსებული ბარიერები;
- მონაცემების გამოყენება მომხმარებლის გამოცდილებისა და ონლაინ გაყიდვების გასაუმჯობესებლად.
ვორკშოპს უძღვებოდა საბა არუდაშვილი, Klics-ისა და Asmos-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (CEO), კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის გამარჯვებული და მენტორი.
