კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და მომავალში დაგეგმილი ინიციატივების გაცნობა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ცენტრის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის:
- ინოვაციების მხარდაჭერისა და სტარტაპების განვითარების პროგრამებზე;
- მენტორინგისა და კონსულტაციების შესაძლებლობებზე;
- ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი რესურსების, ინოვაციური იდეების წახალისების მექანიზმებსა და პერსპექტივებზე, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ინოვაციების ხელშეწყობისკენ.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით გაგრძელდა, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია ცენტრის მიერ შემოთავაზებული აქტივობების, პროექტებში ჩართვის პირობებისა და სამომავლო ინიციატივების შესახებ.
