საინფორმაციო შეხვედრა ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის შესახებ

24 ნოემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის შესახებ, რომელსაც Startupbootcamp Georgia საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით ახორციელებს. 

 

საინფორმაციო სესიას უძღვებოდა Sarah Grippay, Startupbootcamp Georgia-ს პროგრამის მენეჯერი. 

 

შეხვედრის ფარგლებში სპიკერმა მონაწილეებს გააცნო აქსელერაციის პროგრამის სტრუქტურა და ძირითადი მიმართულებები, დეტალურად მიმოიხილა მისი სამეტაპიანი განხორციელების პროცესი, თითოეული ეტაპის მიზნები, სტარტაპებისთვის გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობები, ასევე პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები და განაცხადის წარდგენის პროცედურა. 

 

შეხვედრა ორგანიზებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მიერ.