საინფორმაციო შეხვედრა პრე-აქსელერატორი სამცხე-ჯავახეთში

16 ივლისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი, USAID-ის, UNAG-ისა და GITA-თან თანამშრომლობით ახორციელებს პრე-აქსელერაციის პროგრამას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომელიც იწყება 19 ივლისს (პროგრამაზე რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს. იხილეთ რეგისტრაციის ბმული.

 

9 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამცხე-ჯავახეთის პრე-აქსელერაციის პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ  პროგრამასთან დაკავშირებით მიეღოთ დეტალური, ამომწურავი ინფორმაცია.

 

პრე-აქსელერატორის მთავარი მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სტარტაპერებისა და მეწარმეების დახმარებაა საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარებაში, იდეიდან და პროდუქტიდან დაწყებული საგრანტო პროექტის წარდგენით დამთავრებული. აღნიშნული მიზანი მიიღწევა ინტენსიური სამეწარმეო ტრენინგებისა და მენტორებთან დისტანციური მუშაობის პროცესის საშუალებით.

 

პრე-აქსელერატორი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 


პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.