საინფორმაციო შეხვედრა: “აირჩიე საფრანგეთი - სწავლება და დაფინანსების პროგრამები საფრანგეთში”

5 დეკემბერი 2025

4 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში, ამავე ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ნათია მსხალაძემ, გამართა საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის დაინტერესებული სტუდენტებისთვისა და პერსონალისთვის.

 

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა სწავლებისა და დაფინანსების პროგრამები საფრანგეთში, სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ სტიპენდიების პროგრამებს, ფრანგულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცედურებს და საფრანგეთის სტუდენტური ვიზის მიღების პროცესებს. 

 

ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ანი თავართქილაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. 

 

აუდიტორიას ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის სტაჟიორმა საქართველოში, ლიზა ბარიერმა, რომელმაც დამსწრე სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული ინფორმაცია საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტში ყოველწლიურად იმართება, რადგან სტუდენტებისთვის საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო დანიშნულების წერტილია.