25 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, CSH-ის და "საქართველოს ფსიქოსინთეზის ინსტიტუტის" ერთობლივი ინიციატივით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - ფსიქოსინთეზის პერსპექტივიდან დანახული ადამიანის შინაგანი კონფლიქტები.
ლექცია წაიკითხა ფსიქოლოგმა, ფსიქოსინთეზისტმა, "საქართველოს ფსიქოსინთეზის ინსტიტუტის" დამფუძნებელმა ნინო ქვარიანმა. ლექციაზე განიხილეს ფსიქოსინთეზის თეორიული საფუძვლები, მისი მიდგომები და საქართველოში ფსიქოსინთეზის, როგორც თერაპიული მეთოდის განვითარების პერსპექტივები.