საერთაშორისო კონფერენცია

11 იანვარი

2012 წლის 5 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გაისხნა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ კავკასიის სამართლის სკოლის, ფრანგული ნანტერისა და გერმანული პოცდამის უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები.

კავკასიის სამართლის სკოლა აღნიშნულ კონფერენციას მეორედ მასპინძლობს. ტრადიციას საფუძველი თბილისში 2011 წლის სექტემბერში ჩაეყარა. სექტემბერს დაგეგმილ კონფერენციაში კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორებსა და სტუდენტებთან ერთად საფრანგეთიდან და გერმანიიდან ჩამოსული 27-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის მთავარი თემაა: "ადამიანის უფლებების გავლენა საერთაშორისო სამართალზე". ღონისძიება იმართება საპარლამენტო ბიბლიოთეკის მე–III კორპუსის საკონფერენციო დარბაზში (ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკა).

საერთაშორისო კონფერენცია 7 სექტემბერს დასრულდება.