პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღე

19 თებერვალი 2021

 

  

                                

 

19 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი შეუერთდა პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღეს.

 

აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცენტრმა სტუმრად მოიწვია გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე.

 

გიგა ხოსიტაშვილმა ისაუბრა პლაგიატის პრევენციის დღის მნიშვნელობის და საქართველოში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის დამკვიდრების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ, მათ შორის პროექტ „ინთეგრითის“ მიღწევების თაობაზე, ასევე უნივერსიტეტების შიდა მექანიზმებისა და პოლიტიკის შესახებ. შეხვედრას მოდერაცია გაუწია კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ჩოკორამ და პირდაპირი ჩართვით  უნივერსიტეტის ფეისბუკ გვერდით განხორციელდა.

 

პლაგიატის პრევენციის დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში, თამარ ჩოკორაიას ორგანიზებით, ასევე გაიმართა ვებინარი. ვებინარი პლაგიატის არიდების პროგრამის გამოყენებასა და უნივერსიტეტში პლაგიატის პრევენციის საკითხებს მიეძღვნა.