ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) პროფესორის გურანდა ჭელიძის სტატია სამეცნიერო ჟურნალში

30 იანვარი 2026

სომხეთის ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალში „Main Issues of Teaching History”, 2025 N1(3), დაიბეჭდა ჟან მონეს კათედრის „ევროკავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთოებისათვის“ (EU-PPS) პროფესორის გურანდა ჭელიძის სტატია „ევროპის თანამედროვე ისტორიის სწავლება: პრობლემები, პრაქტიკა და პერსპექტივები“.

 

სტატია მომზადებულია პროფ. გურანდა ჭელიძის მრავალწლიანი გამოცდილებისა და ჟან მონეს კათედრის ფარგლებში გაწეული სამუშაოების გათვალისწინებით. სტატიაში ხაზგასმულია, რომ გლობალიზაციისა და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების ეპოქაში ისტორიის სწავლება ახალი და რთული გამოწვევების წინაშე დგას. ტრადიციული მიდგომები საჭიროებს ადაპტირებას თანამედროვე რეალობასთან, რაც ითხოვს  ისტორიის სწავლების  გადახედვას სწავლების ყველა, მათ შორის უმაღლესი განათლების საფეხურზე. 

 

სტატიაში ყურადღება ეთმობა მიმდინარე გამოწვევების ფონზე უმაღლეს სასწავლებლებში  ევროპის ისტორიის სწავლების საკითხს, გაანალიზებულია ევროპის  ისტორიის სწავლების ქრონოლოგიური და თემატური მიდგომები, განსაკუთრებით თანამედროვე ისტორიის მნიშვნელოვნად გაფართოებული ქრონოლოგიური მასშტაბის კონტექსტში, განხილულია ჟან მონეს კათედრის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები აღნიშნული სასწავლო დისციპლინის სწავლებაში.

 

იხილეთ სტატია.