კავკასიის უნივერსიტეტის ახალმა ერთობლივმა პროგრამებმა აკრედიტაცია მიიღეს

15 აპრილი 2022

კავკასიის უნივერსიტეტის პირველმა 3 წლიანმა ერთობლივმა საბაკალავრო პროგრამებმა  უპირობო 4 წლიანი აკრედიტაცია მიიღეს. ეს პროგრამებია:

 

  1. კავკასიის უნივერსიტეტისა და რენის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა (კოდი აბიტურიენტების ცნობარში: 1220103)
  2. კავკასიის უნივერსიტეტისა და ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა (კოდი აბიტურიენტების ცნობარში: 1220113)
  3. კავკასიის უნივერსიტეტისა და ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა  (კოდი აბიტურიენტების ცნობარში: 1220125)

 

პროგრამები აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევენ:

  • მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი
  • ისწავლონ საზღვარგარეთ
  • დაეუფლონ სპეციალობებს, რომელთაც საქართველოში ანალოგი არ აქვს

 

პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3uKo4g1