კავკასიის უნივერსიტეტსა და ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (HTWK Leipzig) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსებული პროგრამა: მაკროეკონომიკა, ვაჭრობა და ინტერკულტურული ბიზნესი: გერმანია და სამხრეთ კავკასია”, ოფიციალურად გაიხსნა.
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები ქალაქ ლაიფციგში იმყოფებიან, სადაც ერთი კვირის განავლობაში მონაწილეობას მიიღებენ ინტენსიურ ლექციებსა და ჯგუფურ აქტივობებში.
პროექტის მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება სწავლებისა და კვლევის სფეროში — ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ბიზნესის სამართლისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის მიმართულებით — ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს და სამხრეთ კავკასიის ორ წამყვან უნივერსიტეტს შორის: სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ASUE) და კავკასიის უნივერსიტეტი (CU).
კავკასიის უნივერსიტეტმის მხრიდან სტუდენტებთან ერთად პროგრამის გახორციელების პროცესში ჩართულნი არიან, ელენე ჯღარკავა, ბიზნესის სკოლის დეკანი და ანი თავართქილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.