კომპანიის JTI - Japan Tobacco International წარმომადგენლების შეხვედრა CU სტუდენტებთან

27 აპრილი 2021

17 და 26 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, კომპანიის JTI - Japan Tobacco International წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაატარეს.

 

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს საერთაშორისო სტაჟირების მოპოვების უპრეცედენტო შესაძლებლობაზე, რომელსაც კომპანია მათ სთავაზობს. პროგრამის გამარჯვებული ჯგუფი ჟენევაში გაივლის სტაჟირებას.

 

სპიკერებმა დეტალურად ისაუბრეს Make It Bright 2021 საინტერესო გამოწვევის და მისი პირობების შესახებ, რომელშიც მონაწილეობას 32 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

 

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.