კახა შენგელიას წარმატების ფორმულა - გზა IAUP-ის პრეზიდენტობამდე

8 თებერვალი 2021
8 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ინოვაციური განათლების ცენტრის ახალი რუბრიკის: ,,წარმატების ფორმულა" ფარგლებში, ჩაატარა ონლაინ ვებინარი, თემაზე: "კახა შენგელიას წარმატების ფორმულა - გზა უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტობამდე".
 
ვებინარის ფარგლებში, კახა შენგელიამ ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, წარმატების გზაზე, დაბრკოლებებსა და განათლების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.