17 მარტს, CU კამპუსში, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - განათლება, როგორც ქვეყნის წინსვლის საუკეთესო მექანიზმი.
შეხვედრა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
ლექციის ფარგლებში, კახა შენგელიამ ისაუბრა განათლების მნიშვნელობასა და მის როლზე ქვეყნის განვითარებაში, შეხვედრის ბოლოს, კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.